ვინისიუსის შედევრი და დაძაბულობა დალუჟზე - რეალმა ბენფიკას მოუგო
ჩემპიონთა ლიგის პლე-აუტის პირველ მატჩში მადრიდის რეალი ლისაბონის ბენფიკას ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
მატჩმა მოლოდინები გაამართლა და გულშემატკივრებმა დრამატული დაპირისპირება იხილეს, რომელსაც არაფერი აკლდა.
ყურადღების ცენტრში ძირითადად ვინისიუს ჟუნიორი იყო, რომელმაც მეორე ტაიმში ერთადერთი და ულამაზესი გოლი გაიტანა.
მისი გოლის აღნიშვნას კი არეულობა და დაძაბულობა მოყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პრესტიანიმ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა და შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.
ბოლო წუთებში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მოედნიდან ჟოზე მოურინიო გააძევეს. „განსაკუთრებული“ სწორედ ჟუნიორის გაძევებას ითხოვდა.
საბოლოო ჯამში, სამეფო კლუბმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ბლანკოსის ფეხბურთელებმა უამრავი მომენტი შექმნეს, ლისაბონელები კი შეტევაში მოიკოჭლებდნენ.
მაშ ასე, რეალი განმეორებით მატჩს უპირატესობით ხვდება. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 25 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.