შვიდკაცადან დაწინაურებული - სანაკრებო დებიუტი 28 წლის ასაკში
Aa
Aa

შვიდკაცადან დაწინაურებული - სანაკრებო დებიუტი 28 წლის ასაკში

საქართველოს ეროვნული გუნდი რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატს კვირას, შვეიცარიელებთან სტუმრად გასამართი შეხვედრით დაიწყებს. ბორჯღალოსნების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბორტოლამიმ „ედელვაისის“ წინააღმდეგ სათამაშო შემადგენლობა უკვე დაასახელა, სადაც ხუთი დებიუტანტი მოხვდა და მათ შორის არის 28 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილი, რომელიც დიახ, ზუსტად 28 წლის ასაკში გამართავს ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრას.

რეხვიაშვილს განსაკუთრებული ისტორია აქვს - ის მთელი კარიერის განმავლობაში „ყოჩების“ ერთგულია და წასვლაზე მაშინაც არ უფიქრია, როდესაც ბოლნისის კლუბი ქვედა ლიგაში დაქვეითდა. ნიკოლოზს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში არ მოუწია, თუმცა ამის მიუხედავად შრომა განაგრძო და წლების განმავლობაში საქართველოს შვიდკაცა ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. სწორედ იქ წარმატებული გამოსვლის ფონზე შეამჩნიეს „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო სტაბის წევრებმა და ახლა უკვე თავის გამოჩენის საშუალება უფრო დიდ ასპარეზზე მიეცემა.

ცნობისათის, შვეიცარიის ნაკრებთან მატჩში, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდს ისტორიაში სარეკორდო სხვაობით, 110:0 ჰყავს დამარცხებული, რეხვიაშვილის გარდა, „ბორჯღალოსნების“ რიგებში დებიუტი კიდევ ოთხ მორაგბეს, თემურ წულუკიძეს, ოთარ მეტრეველს, დავით ლაგვილავას და ანდრო დვალს ექნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქართველების წარმატება - ნინიაშვილი და გოგიჩაშვილი თვის სიმბოლურში
ქართველების წარმატება - ნინიაშვილი და გოგიჩაშვილი თვის სიმბოლურში