ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო | დუეს დუბლი და პსჟ-ს გამარჯვება მონაკოსთან
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში დრამატული დაპირისპირება შედგა. მონაკო საკუთარ მოედანზე პსჟ-ს იღებდა და მატჩის სტარტზევე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. ფოლარინ ბალოგუნმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, მე-18 წუთზე კი დუბლი გაიფორმა და მასპინძლები 2:0 დააწინაურა.
პარიზელთა მდგომარეობა მძიმე ჩანდა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა თამაშის შემოტრიალება შეძლო. მანამდე, 22-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტი ვიტინიამ ვერ გამოიყენა, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. გარდატეხა 27-ე წუთზე განხორციელებულმა ცვლილებამ შეიტანა, როდესაც ენრიკემ დემბელე გაიყვანა და მის ნაცვლად დეზირე დუე ჩართო თამაშში.
ცვლილებამ მყისიერი შედეგი გამოიღო. 29-ე წუთზე დუემ სხვაობა შეამცირა, 41-ე წუთზე კი მისივე პასით ჰაკიმ წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მონაკო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მსაჯმა მოედნიდან ალექსანდრ გოლოვინი გააძევა. რიცხობრივი უპირატესობა სტუმრებმა 67-ე წუთზე გამოიყენეს. ბრწყინვალე კომბინაცია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა, დუემ გოლად აქცია, დუბლი შეასრულა და პსჟ-ს 3:2 მოაგებინა.
ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები
მატჩის მიმოხილვა