ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„მე და კვარას დაგვეხმარა“ - ოსიმენმა სპალეტიზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში თურქული „გალათასარაი“ დღეს „იუვენტუსს“ უმასპიძლებს. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება სტამბოლელთა თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენისთვის, ვინაიდან ტურინელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტია, რომელთან ერთადაც ნიგერიელმა ფორვარდმა 2022-23 წლების სერია ა მოიგო.

მატჩის წინ ოსიმენმა სპალეტისთან ურთიერთობა გაიხსენა, ასევე ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზე და „პარტენოპეიდან“ წასვლაზე.

ვიქტორ ოსიმენი:

„ამბობდნენ, რომ სპალეტისთან კონფლიქტი მქონდა, მაგრამ ეს ტყუილია - მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. თვეების განმავლობაში „ნაპოლის“ ბაზაზე ცხოვრობდა, დღედაღამ მუშაობდა, რათა დავერწმუნებინეთ, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია.

სპალეტი ძალიან დაგვეხმარა მე, კვარაცხელიას, კიმ მინ ჯეს და ანგისას, რომ საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავით და მოგვეგო სკუდეტო ისეთ გუნდში, რომელსაც ეს ჯილდო რამდენიმე ათწლეული არ უნახავს. სპალეტი ბევრს ითხოვდა, მაგრამ ასევე ბევრს გვაძლევდა. ზოგიერთი მწვრთნელი ჯერ კარგ პიროვნებად გაყალიბებს, შემდეგ კი კარგ ფეხბურთელად.

ვწუხვარ, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის მომხდარის ახსნა ვერ შევძელი. ზოგიერთი მათგანი ჩემს სახლთან იყო მოსული და განმარტებას ითხოვდა. ვისაუბრეთ და ვთხოვე, ჩემს მდგომარეობაში საკუთარი თავი წარმოედგინათ.

მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ ის ვიდეო ტიკტოკზე გამოაქვეყნა, ყველაფერი შეიცვალა. ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია, გააცუდოს პენალტი, მაგრამ „ნაპოლიმ“ ეს ჩემ მიმართ გააკეთა. რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გავხდი და გადავწყვიტე, წავსულიყავი. წავშალე სოციალური ქსელებიდან „ნაპოლის“ ფორმით გადაღებული ყველა ფოტო, მათ კი გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და გულშემატკივრები ჩემ წინააღმდეგ განაწყვეს. თუმცა ჩემი ქალიშვილი უფრო ნეაპოლელია, ვიდრე ნიგერიელი...“.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა „ნაპოლი“ 2024 წელს დატოვა და იჯარით „გალათასარაის“ შეუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი თურქულ კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. „პარტენოპეის“ რიგებში ნიგერიელმა ფორვარდმა 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონაკო - პსჟ | იქნება თუ არა ხვიჩა სასტარტოში
მონაკო - პსჟ | იქნება თუ არა ხვიჩა სასტარტოში