ფრე იტალიასთან - კაცნაკლულ საქართველოს მოგებამდე ცოტა დააკლდა
Aa
Aa

ფრე იტალიასთან - კაცნაკლულ საქართველოს მოგებამდე ცოტა დააკლდა

რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დრამატულად წარიმართა და ფრედ 19:19 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მე-13 წუთიდან უმცროსი ბორჯღალოსნები 14 კაცით დარჩნენ, რადგან მსაჯმა კაპიტანი ანდრო დვალი მოედანიდან გააძევა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელოები ხახუბიამ, სპანდერაშვილმა და შიოშვილმა დადეს. გარდასახვები კი ზუსტად თაყაიშვილმა შეასრულა.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, უმცროსი ბორჯღალოსნები 19:12-ს იგებდნენ, თუმცა იტალიამ ლელო დადო, გარდასახვაც ზუსტად შესრულდა და ანგარიში გათანაბრდა.

შეგახსენებთ, რომ ლადო კილასონიას გუნდმა 4 ქულა დააგროვა და ამ შედეგით 9-12 ადგილების პლეი ოფისთვის იბრძოლებს.

 

მსგავსი სიახლეები