„ვიბრძოლეთ და ძლიერ გუნდს მოვუგეთ„ - ირლანდიელების მწვრთნელი ბორჯღალოსნებზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისის პირველ ტესტ-მატჩში თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ირლანდიელებთან 29-ქულიანი სხვაობით, 5:34 დამარცხდა, რითაც სტუმართა როგორც მორაგბეები, ასევე მთავარი მწვრთნელი ძალიან ბედნიერები იყვნენ. პოლ ოკონელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის სახით საკმაოდ ძლიერ ოპონენტს აჯობეს და განსაკუთრებით ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომებისგან შესვენების შემდეგ სათანადო დასკვნები გააკეთეს.
რა თქვა ოკონოლიმ
საინტერესო მატჩისწინა ეტაპი გვქონდა. ძირითადად ვემზადებოდით მშრალი პირობებისთვის, მაგრამ მოგვიწია წვიმიან ამინდში თამაში, თუმცა ძალიან კმაყოფილი დავრჩი, თუ რამდენად ადაპტირებულები იყვნენ მოთამაშეები. წვიმიან ამინდში თამაში ვიცით, რომ ქართველების ძლიერი მხარეა.
ვფიქრობ, პირველ ტაიმში მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა და თავი დაიცვა. მაგრამ კმაყოფილი დავრჩი იმით, თუ როგორ მოახერხეს ჩემმა მორაგბეებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მეორე ნახევარში. გვქონდა შანსი, რომ შემადგენლობაში რაღაცები შეგვეცვალა. გვქონდა გარჩევა შესვენების დროს და რაშიც დავინახეთ რომ საქართველო ძლიერი იყო, სწორედ ის კომპონენტები გამოვასწორეთ. იმედი მაქვს ამ ტემპს შევინარჩუნებთ.
ჩვენ აქ შესანიშნავი დრო გავატარეთ. ვერ ვიფიქრებდი, რომ თბილისი ასეთი ლამაზი ქალაქი იყო. საოცარი საჭმელი გაქვთ, მოთამაშეებმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს ჩემგან. სტადიონიც საოცარი იყო. გამოვარჩევდი მატჩისწინა ატმოსფეროსაც. ძალიან ვისიამოვნეთ და შედეგით ბედნიერები ვართ.
დიდ პატივს ვცემთ საქართველოს, ვიცით, რომ იტალია არ არის სუსტი გუნდი ქართველმა მორაგბრებმა კი მათ მოუგეს, დაამარცხაეს უელსი, იაპონია. ასე რომ, დიდი პატივისცემით ვუდგებით ამას. უზომოდ გახარებულები ვართ შედეგით და მთლიანად თამაში შესანიშნავი გამოგვივიდა.
ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას „ჩიტასთან“ გამართავენ, რასაც მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩი მოჰყვება.