ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ხინჩეგაშვილის ოქრო გაიხსენა
Aa
Aa

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ხინჩეგაშვილის ოქრო გაიხსენა

2015 წელს, ლას-ვეგასში, 57-კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარაზე ლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა. ფინალურ შეხვედრამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ  ჯერ იტალიელი სალვატორე მანინო (10-0), ბულგარელი გიორგი ვანგელოვი (6-1), შემდეგ ყაზახი არტას სანაა (7-2), ნახევარფინალში კი მონღოლი ბეხბაიარ ერდენბატი (10-2) დაამარცხა და გადამწყვეტი შეხვედრა ირანელი მსოფლიო ჩემპიონის, ხასან რახიმის წინააღმდეგ გამართა, რომელაც ასევე დაძაბულ შეხვედრაში აჯობა (5-4).

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, 2-10 ოქტომბერს, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ტურნირზე 20 სპორტსმენით (10 თავისუფალი, 10 ბერძნულ-რომაული) წარსდგება

მომავალი შეხვედრების წინ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ხინჩეგაშვილის გამარჯვება გაიხსენა:

2015 წლის მსოფლიოზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, 57 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში, ირანელი ჰასან რაჰიმი დაამარცხა და 10-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.

ხინჩეგაშვილის ოქრომდე, საქართველოს ანგარიშზე ბოლო მედალი 2005 წელს იყო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რევაზ მინდორაშვილმა დაასრულა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები