მსოფლიო ჩემპიონატი | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, 2-10 ოქტომბერს, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ტურნირზე 20 სპორტსმენით (10 თავისუფალი, 10 ბერძნულ-რომაული) წარსდგება.

ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების განაცხადი გაასაჯაროვა.

ვლადიმერ გეგეშიძის ნაკრები 10 სპორტსმენით დაკომპლექტდა:

55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - ირაკლი ძიმისტარიშვილი

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - რამაზ ზოიძე

72 კგ - შმაგი ბოლქვაძე

77 კგ - გელა ბოლქვაძე

82 კგ - აივენგო რიკაძე

87 კგ - ლაშა გობაძე

97 კგ - გიორგი მელია

130 კგ - იაკობ ქაჯაია

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის, ნორვეგიაში კი 5 ოქტომბერს გაემგზავრება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები