კოკაინი და 12 წლიანი ბანი - 46 წლის ფლაკი კარიერის განახლებას გეგმავს
Aa
Aa

კოკაინი და 12 წლიანი ბანი - 46 წლის ფლაკი კარიერის განახლებას გეგმავს

გენუის სამპდორიას ლეგენდარული ფორვარდი ფრანჩესკო ფლაკი 46 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის განახლებას აპირებს. ფლაკიმ ნარკოტიკების მოხმარებისთვის მიღებული დისკვალიფიკაცია მოიხადა და მწვანე მინდორზე დაბრუნება სურს.

ფლაკიმ „სამპდორიას“ რიგებში 280 მატჩში 110 გოლი გაიტანა და თავის დროზე სერია ა-ში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლებოდა.

კოკაინი, რომელმაც ფლაკის კარიერა დაანგრია

2007 წლის 28 იანვარს, „ინტერთან“ მატჩის შემდეგ ფლაკის ცხოვრება შეიცვალა. შეხვედრის დასრულებისას ფეხბურთელს ნარკოტესტი გაუკეთეს და კოკაინზე შედეგები დადებითი იყო.

მას დაუყოვნებლივ აეკრძალა ნებისმიერ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება და ფეხბურთიდან 2 წლით იქნა მოკვეთილი.

„მე ყველაფერი ზუსტად იმ მომენტში დავკარგე. გენუაში კერპი ვიყავი. წელი ორი გატანილი გოლით დავიწყე და ცოტა ხნის წინ იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც გამომიძახეს“.

- ამბობს ფლაკი BBC Sport-თან საუბრისას.

ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო. ორი წლის შემდეგ ფლაკის მთლიანი კარიერა დასრულდა. იქამდე იყო 2006 წელს მესამე ხარისხის სატელეფონო ზარების მოსმენა, რის შედეგადაც ფეხბურთელი მატჩების ჩაწყობაში დაადანაშაულეს, თუმცა მან ამის გადალახვა შეძლო და თავისი რეპუტაცია შეინარჩუნა.

2007 წელს კოკაინის მოხმარების გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, ფლაკი მოედანს დაუბრუნდა. ფეხბურთელს მეორე შანსი მისცეს და სერია ბ-ში მოთამაშე „ემპოლისა“ და „ბრეშას“ რიგებში ასპარეზობდა.

„ფსიქიკურად იგივე ადამიანი აღარ ვიყავი და დაცემის შემდეგ იგივე მდგომარეობას ვეღარ დავუბრუნდი“,

- იხსენებს ფლაკი.

2009 წლის დეკემბერში, ფლაკის კოკაინის ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი უჩვენა და მას ამჯერად ფეხბურთის თამაში 12 წლით აუკრძალეს, რის შემდეგაც მისი საფეხბურთო კარიერა დასრულდა, თუმცა როგორც ვხედავთ ის მოულოდნელი დაბრუნებისთვის ემზადება.

დაბრუნება 12 წლის შემდეგ

ამჟამად ფლაკი Signa 1914-ში მუშაობს, რომელიც მეხუთე ლიგის ბინადარია, სადაც ის ახალგაზრდებს ავარჯიშებს და საბოლოოდ, საფეხბურთო მოედანს სწორედ ამ კლუბში უბრუნდება, რომლის მფლობელი ანდრეა ბალერინი მის დიდი ხნის მეგობარია.

სწორედ ანდრეა პროვოცირებდა მას, რომ მოედანს დაბრუნებოდა.

„ის მეუბნებოდა - „შენ ძალიან ბებერი ხარ, თამაში აღარ შეგიძლია“ - ნამდვილ საფეხბურთო მოედანზე 12 წელია არ შევსულვარ, თუმცა მე ფეხბურთის კაცი ვარ, ვიცხოვრე ამ ემოციებისთვის, რაც ძალიან მენატრება.

ამჟამად ვვარჯიშობ და შეგრძნებები ისეთივეა, როგორც ადრე. ექსპოზიცია და ზეწოლა განსხვავებულია, თუმცა ზოგიერთი რამ, მაგალითად როგორიც არის გასახდელში ცხოვრება, ეს ყველგან ერთნაირია.

ვიცი, რომ დავუშვი შეცდომა და ამისთვის დავისაჯე. ვიცი, რომ ისეთი სწრაფი აღარ ვარ როგორც ადრე, მაგრამ შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო და ამ ბიჭებს დავეხმარო, რომ საკუთარი თავის ირწმუნონ. ასევე მინდა, მათ ესმოდეთ, თუ რამდენად ლამაზია ფეხბურთი. მათ არ შეუძლიათ დაკარგონ ის, რაც მე დავკარგე“.

ფლაკის ანგარიშზე 2007 წელს „სამპდორიას“ რიგებში 110 გოლი იყო და ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ კლუბის ლეგენდებს ჯანლუკა ვიალისა და რობერტო მანჩინის ჩამორჩებოდა. რომ არა კოკაინი, ფლაკის კარიერის ბოლოს გაცილებით მეტი ექნებოდა გატანილი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები