მატურანა:
Aa
Aa

მატურანა: "დიეგო არის წვეულება, მესი კი მეცნიერება"

ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი და კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფრანცისკო მატურანა ბრაზილიასა და არგენტინას შორის ბოლო მატჩში განვითარებული მოვლენებისას მესის ქმედებას გამოეხმაურა.

მატურანა შეხვედრის შეწყვეტის შემდეგ ლეო მესის ქმედებით მოიხიბლა და „ლა პულგაში“ იმ ლიდერის თვისებები დაინახა, რომელსაც წლებია ელოდნენ.

მესიმ გუნდელებს მხარი დაუჭირა და ბრაზილიელებს, ფიფას დელეგატებს განუცხადა, რომ ის და გუნდი არავის მიტოვებას არ აპირებდნენ. არგენტინა ან სრული შემადგენლობით წარსდგებოდა ან მოედანზე სათამაშოდ არავინ გავიდოდა.

„დიეგო არის წვეულება, ის სამეზობლოა, მესი კი დახვეწილობა, მეცნიერებაა, დახვეწილი სუნამოა. მესისთან ერთად შენ ყოველთვის მზად ხარ მას ტაში დაუკრა. დიეგოსთან ერთად კი საზეიმოდ ემზადებოდი.

მარადონა სულ სხვა იყო. ის მშობლიური ქალაქის ბიჭი გახლდათ. ყველას მეგობარი. ის არასდროს წყვეტდა ჩვენს ლიდერობას და პერფორმანსის მოცემას. როგორც მეგობარი ის შენს დასახმარებლად ყოველთვის გვერდში გედგა.

მესი და მარადონა განსხვავებული ადამიანები არიან, განსხვავებული მგრძნობელობით“.

- აღნიშნა მატურანამ ბრაზილია-არგენტინის ჩაშლილი მატჩის შემდეგ.

მესი ბრაზილიასთან მატჩამდე 10 წუთით ადრე ჯარიმის შესრულებაზე ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოსა და ფედერალური პოლიციის წევრები მოედანზე მატჩის მსვლელობისას შეიჭრნენ და პრემიერლიგაში მოთამაშე არგენტინელი ფეხბურთელების მოედნიდან გაძევება მოითხოვეს. მათი თქმით, ოთხმა ფეხბურთელმა (ბუენდია, რომერო, მარტინესი და ლო ჩელსო) კოვიდპროტოკოლი დაარღვია, არ გაიარეს კარანტინი და აქედან გამომდინარე თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

ფიფა აღნიშნულ ინციდენტს უკვე იძიებს და დიდი შანსია, რომ ბრაზილიას ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეწეროს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები