კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "4-3-3 მომწონს, თუმცა ის შესაძლოა შეიცვალოს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გუნდის სამომავლო გეგმებზე, მის კონტრაქტზე და სათამაშო სქემის შეცვლაზე ისაუბრა.

ურთიერთობა პრეზიდენტთან და კონტრაქტის გახანგრძლივება

„პრეზიდენტ ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბევრს ვსაუბრობთ და ორივე ჩვენგანის მთავარი სურვილი კლუბის წარმატებაა. ვიცით, რომ ახლა რთული პერიოდი დგას, მაგრამ წინ მივიწევთ და ბარსას დიდი მომავალი აქვს.

კონტრაქტი? რა თქმა უნდა, გახანგრძლივება მსურს და მინდა, რომ აქ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე. ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, კლუბს ბევრი იმედისმომცემი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს. იმედი მაქვს, მათი მწვრთნელი კიდევ სამი, ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში ვიქნები"

უმტიტი და პუჩი

„უმტიტი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ის ახლა იმაზე კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ვიდრე გასულ სეზონში იმყოფებოდა. სათანადო ფიზიკურ კონდიციებში მყოფი სამუელი ძალიან კარგი მცველია.

რაც შეეხება პუჩს, მას გარკვეულ ასპექტებში მოსამატებელი აქვს. ამასთან დაკავშირებით პრესეზონის დროს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ“.

4-3-3? ტაქტიკის შესაძლო ცვლილება

„არის რაღაცები რის შესახებაც კლუბში ვსაუბრობთ და ის გარეთ ვერ გამოვა. პირადად მე 4-3-3 წყობის მომხრე ვარ, მაგრამ სეზონის განმავლობაში არის მატჩები, როდესაც ის შესაძლოა შეიცვალოს. გუნდმა საუკეთესო თამაში გასულ სეზონში 3-5-2-ით თამაშისას აჩვენა. ჩვენ ყველაზე მეტ შანსს ვქმნიდით, ბურთს საუკეთესო პროცენტით ვაკონტროლებდით და მეტოქეს ცოტა მომენტებს ვაქმნევინებდით. ყველა მონაცემით, ეს საუკეთესო სისტემაა.

ვიცი, რომ ბარსელონაში 4-3-3 წყობაა, მაგრამ ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. მაგალითად, იტალიაში საუკეთესო გუნდი ინტერია, ჩემპიონთა ლიგა კი ჩელსიმ მოიგო. რომელი ტაქტიკით თამაშობდნენ ისინი? 3-5-2-ით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ ამ სქემით ითამაშოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე გყავს, თუ არა შესაბამისი ფეხბურთელები.

3-5-2-ით თამაშის დროს, გასულ სეზონში ჩვენი ფლანგის მცველები შეტევაში ზედმეტად წინ ადიოდნენ. ჩვენ ასევე გვინდოდა გვეხილა ბუსკეტსის საუკეთესო ვერსია. ბევრი რამ არის, რისი ამ სისტემაში ჩადებაც შეიძლება.

ვიცი, რომ ჩვენი მთავარი სქემა არის 4-3-3, მაგრამ ასევე ვიცი, რომ სეზონის მსვლელობისას არის მომენტები, როდესაც ცვლილებაა საჭირო.

ვიცი, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამარჯვებაზეა დამოკიდებული. თუ საჭირო გახდება ამ სათამაშო სისტემისთვის ფეხბურთელებსაც შევცვლი, რადგან გუნდისთვის საუკეთესოს ვეძებ“.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში „ბარსა“ უახლოეს ტურს გამოტოვებს. „სევილიასთან“ გასვლითი მატჩი გადაიდო. კუმანის გუნდი 14 სექტემბერს, „კამპ ნოუზე“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. კატალონიის მთავრობამ კლუბს უფლება მისცა, რომ შეხვედრას 40 ათასი გულშემატკივარი დაესწროს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები