„თუ ასე გააგრძელებს, ტოპ კლუბები აუცილებლად წაიყვანენ
Aa
Aa

„თუ ასე გააგრძელებს, ტოპ კლუბები აუცილებლად წაიყვანენ" - რუბინის ფეხბურთელი ხვიჩაზე

„რუბინის“ ფეხბურთელმა, გეორგი ზოტოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 31 წლის უკანახაზელმა ინტერვიუ Бизнес Online-ს მისცა და განაცხადა, რომ „კვარა“ ტოპ კლუბში აუცილებლად გადავა.

„ვერ ვიტყოდი, რომ სატრანსფერო ჭორებს გუნდზე დიდი გავლენა ჰქონდა. ეს ერთ-ერთი ნიუანსი იყო, რომელსაც კონკრეტულ ფეხბურთელზე გავლენის მოხდენა შეეძლო. ხვიჩას შესახებ რეგულარულად წერენ, რომ მისით ტოტენჰემი და იუვენტუსი ინტერესდებიან და შეუძლებელია, ამან წნეხი არ გამოიწვიოს, მაგრამ რეალურად, გუნდში ეს ძალიან შესამჩნევი არ ყოფილა. თითოეული ჩვენგანი პროფესიონალია და ჩვენს სამუშაოს ბოლომდე ვასრულებდით. დიახ, ხვიჩასთან დაკავშირებით ხუმრობები იყო, როცა მის შესახებ ყოველდღიურად წერდნენ და ვეუბნებოდით, რომ ჰარი კეინთან ერთად ითამაშებდა.

კარგია თუ არა ხვიჩამ რუბინი რომ არ დატოვა? პირადად მე, მოხარული ვარ, ასეთი ძლიერი ფეხბურთელი გუნდში რომ დარჩა. ბუნებრივია, კვარაცხელიას საკუთარ ძალების ევროპაში მოსინჯვა სურდა, მაგრამ თუ ამ დონეზე თამაშს გააგრძელებს, ტოპ კლუბები არსად წავლენ. ჩემი აზრით, მისი ტრანსფერი გარდაუვალი ამბავია და მას 100 პროცენტით წაიყვანენ“.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს, ქართველ ფეხბურთელს „დორტმუნდს“, „მილანს“, „იუვენტუსს“, „გლადბახს“, „ტოტენჰემსა“ და „აიაქსს“ უკავშირებდნენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები