დანაკლისით ბულგარეთთან - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთი ტრავმირებულია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება. ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება - კორეული ულსან ჰიუნდაის ქართველი შემტევი, ვაკო ყაზაიშვილი.
როგორც გულშემატკივრისთვისაა ცნობილი, მომავალ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმის მიზეზით ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება, რომელიც სანიოლის განაცხადიდან სექტემბრის მატჩებამდე ამოვარდა. სანაკრებო მატჩების მიმდინარეობის ტრავმა მიიღეს ოთარ კიტეიშვილმა და საბა ლობჟანიძემ.
ვილი სანიოლის გუნდი ბადახოსიდან ქალაქ სოფიაში 6 სექტემბერს ჩავიდა და მზადებას ადგილზე გადის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი).
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების ისტორიაში მეორე ამხანაგური მატჩი, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 8 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.