Aa
Aa

"არველოდი საერთოდ რადგან წინა დღეებში მოწამლული ვიყავი" - წივწივაძის პირველი კომენტარი

პორტუგალიაში მიმდინარე იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა კანოისტმა ფინალში 500 მეტრიანი დისტანცია 1:55 წუთში გაიარა და მეორე ადგილოსანს რუს მაქსიმ კარატაევს 00:27 მეასედწამით აჯობა.

ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონს პორტუგალიაში დაუკავშირდა და წარმატებულ ასპარეზობაზე მცირე კომენტარი გააკეთებინა.

„არველოდი საერთოდ რადგან წინა დღეებში მოწამლული ვიყავი.არც მქონია იმედები დიდად მაგრამ როგორც ჩანს ძალები სწორ დროს დავიბრუნე და გავიმარჯვე.ამ ყველაფერის ფონზე კიდე სიხარული და გაოცება რათქმაუნდა ორაგად ვიგრძენი.„-აღნიშნა წივწივაძემ

ამრიგად საქართველოს კანოეს ნაკრებმა პორტუგალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 2 მედლით დაასრულა. წივწივაძის ოქროს მედლის გარდა,ტურნირზე ვერცხლის მედალი მარიამ ქერდიკაშვილმა მოიპოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები