ნიჩბოსნების 12 მედალი - ტრიუმფი პრეზიდენტის თასზე
საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა. “პრეზიდენტის თასის” სახელწოდებით ცნობილ შეჯიბრებაში 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა და ქართველებმა გამოსვლა 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ჩემპიონი ალექსი მონდაძე ჯერ იოანე ცარციძესთან 500-მეტრიან, შემდეგ კი ნიკოლოზ თათარაშვილთან წყვილში 200-მეტრიან დისტანციაში გახდა. გიორგი კაპანაძესთან დუეტში მიაღწია წარმატებას ნიკოლოზ იორდანიშვილმა, რომელიც ორადგილიან აკადემიურ ნიჩბოსნობაში მონაწილეობდა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ოქროს მედალი სანდრო თეზელაშვილმა და ნიკოლოზ ხარჩილავამ მოიპოვეს.
ოქროს გარდა, იოანე ცინცაძემ სხვა სინჯის მედლებიც მოიპოვა - ერთადგილიანი კაიაკით 200-მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ ჩათვლაში, 500-მეტრიან მანძილზე კი ნიკოლოზ ჭეიშვილთან დუეტში ის ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. კიდევ ორი ვერცხლი კი ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ნიკოლოზ წიკლაურისა და ვახტანგ მამულაშვილის წყვილმა შესაბამისად, 500 და 1000-მეტრიან დისციპლინაში მოუტანა.
ერთადგილიან კანოეში 200 და 500 მეტრიან დისტანციაზეც არ დარჩენილა საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები მედლების გარეშე - პირველ დისციპლინაში ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ჭოჭუა, მეორეში კი იოანე ნებიერიძე გახდა.