ტრავმა გაურთულდა - რამოსმა შესაძლოა 2 თვე გამოტოვოს
მას შემდეგ, რაც რამოსი "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდება, ჯერჯერობით დებიუტი არ ჰქონია. ესპანელმა მცველმა საფრანგეთის სუპერ თასის და ლიგა 1-ის პირველი ტური ტრავმის გამო გამოტოვა.
სპორტულ მედიაში იწერებოდა, რომ სერხიო სულ მალე დაბრუნდებოდა, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით, წვივის უკან მდებარე კუნთის დაზიანება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მედიკოსები ვარაუდობდნენ.
დაზუსტებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა ვეტერან ფეხბურთელს უცნობია, თუმცა Canal Plus წერს, რომ რამოსი შესაძლოა 1 ან 2 თვის შემდეგ დაბრუნდეს. ესპანელს ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა დაენიშნა და გამართლების შემთხვევაში ის 12 სექტემბერს "კლერმონტის" წინააღმდეგ ითამაშებს.
თუ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც პსჟ-ს ექიმები ვარაუდობენ, მაშინ "რეალის" ყოფილი კაპიტანი მინდორს 17 ოქტომბერს "ანჟერის" წინააღმდეგ დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ იგივე დაზიანების გამო ლეგენდარულმა ესპანელმა გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.