მთელი სეზონი თადარიგში? პსჟ-მ შესაძლოა მბაპე დასაჯოს
Aa
Aa

მთელი სეზონი თადარიგში? პსჟ-მ შესაძლოა მბაპე დასაჯოს

ესპანური Marca-ს ცნობით, კილიან მბაპემ პსჟ-ს ახალი პირობები წაუყენა.

წყაროს ცნობით, მბაპე მზადაა პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, მაგრამ კონტრაქტში უნდა ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ კილიანს მადრიდის „რეალიდან“ დაუკავშირდებიან და ოფიციალური შეთავაზება იქნება, პსჟ მას გუნდიდან წასვლის საშუალებას მისცემს.

Marca ასევე წერს, რომ პარიზულ კლუბს მსგავსი პირობა არ აწყობს და სავარაუდოდ მასზე უარს იტყვის.

მბაპეს კონტრაქტს ვადა 2022 წელს ეწურება და პსჟ-ს მისი უფასოდ დაკარგვა არ უნდა.

წყაროს ცნობით, თუ მბაპე პოზიციას არ შეცვლის და კვლავ იგივე მოთხოვნებს წამოაყენებს, კლუბი მას დასჯის და მთელი სეზონი თადარიგში დატოვებს.

ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ „რეალი“ მბაპეს შეძენით ინტერესდება, თუმცა რამდენად მოიძიებენ ტრანსფერისთვის საჭირო ფინანსებს, ეს ჯერ უცნობია.

ამ მომენტისთვის რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ მბაპესა და კლუბს შორის ურთიერთობა ძალიან არის დაძაბული. ფეხბურთელი შვებულებაში იმყოფება და თავისი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ისიც ცნობილია, რომ კილიანს პარიზელთა სპოტულ დირექტორ ლეონარდოსთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მასთან კონტაქტზე აღარ გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები