ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, უპირატესობა უნდა გავზარდოთ | მალმიოს მწვრთნელი
Aa
Aa

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, უპირატესობა უნდა გავზარდოთ | მალმიოს მწვრთნელი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია’’ „მიხეილ მესხზე’’ „მალმიოსთან’’ 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „მალმიოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ რიდსტრიომმა პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა.

მატჩის შეფასება

„კარგი შედეგია. ზუსტად არ ვიცოდით, მოწინააღმდეგე რა დონეზე იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ „იბერია“ შინ ძლიერი გუნდია და შინ ბევრ მატჩს არ აგებს. ევროპულ ტურნირებშიც კარგი შედეგები ჰქონდათ ამ სტადიონზე. როგორც უკვე ვთქვი, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ მომეწონა, რომ მატჩის ბოლოს გოლი გავუშვით. დაცვაში უფრო კარგად უნდა გვეთამაშა, მაგრამ მატჩამდე რომ ეთქვათ, გინდოდა თუ არა ასეთი შედეგი, ალბათ დავთანხმდებოდი''.

განცდა განმეორებითი მატჩის წინ

„ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი თამაში ჩვეულებრივი მატჩის პირველ ტაიმს ჰგავს. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. უპირატესობის შენარჩუნებაზე არ უნდა ვიფიქროთ, სხვაობის გაზრდას უნდა ვეცადოთ და კვლავ აქტიურად შევუტიოთ''.

„იბერიას'' შესახებ

„ვიცოდით, რომ „იბერიას“ შეტევითი პოტენციალი ჰქონდა, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ მგონი კარგად გავანეიტრალეთ. თუ რამეზე უნდა ვიწუწუნო, ზოგ მომენტში ზედმეტად ფრთხილები ვიყავით. ძირითადად შორიდან ურტყამდნენ. მგონია, რომ ბურთის ფლობისას უკეთ უნდა გვემოქმედა''.

მელკერ ელბორგის თამაშის შესახებ

„ბოლო მატჩებში მელკერის ყურება სიამოვნება იყო. ცოტა გოლი გავუშვით. მართალია, ბოლო დროს ბევრი მატჩი არ მოგვიგია, მაგრამ დაცვაში სტაბილურები ვიყავით. რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის ის, რომ მელკერი ძალიან სტაბილურია და იმ „სეივებს'' აკეთებს, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს. სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ გაიზარდა ამ როლში. სანამ ძირითადში მოხვდებოდა, გარკვეული კითხვები არსებობდა, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია და ახლა, როცა შანსი მიეცა, სრულად გამოიყენა''.

საპასუხო შეხვედრა მალმიოში 15 ივლისს გაიმართება.

Transfermarkt-ის მონაცემებით, „მალმიოს'' ფეხბურთელების სატრანსფერო თანხა 41,4 მილიონი ევროა, „იბერიასი'' მკვეთრად ნაკლები - 5,6 მილიონი ევრო. „მალმიოში'' ყველაზე ძვირადღირებული ჰუგო ბოლინია, 21 წლის ტალანტი 6 მილიონი ღირს, „იბერიაში'' ყველაზე ძვირადღირებული გიზი მამაგეიშვილია, მას აღნიშნული ვებგვერდი 600 000 ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დღეს ჩვენი დღე არ იყო“ - კორღალიძის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
“დღეს ჩვენი დღე არ იყო“ - კორღალიძის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია