გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მოლაპარაკებები ჩიხშია - ლიონმა რომას დიდი თანხა მოსთხოვა

„რომასა“ და „ლიონს“ შორის, გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და შესაძლოა, საერთოდაც ჩაიშალოს.

ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ „ლიონმა“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ რომაელებს 40 მილიონი ევრო მოსთხოვა, „რომას“ ხელმძღვანელები კი ამ რაოდენობის თანხის გადახდას არ აპირებენ.

როგორც იწერება, „ჯალოროსი“ მზადაა მიქაუტაძის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდი ნიკოლა კრსტოვიჩის ვარიანტზე გადაერთვება.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ლიონი“ უახლოეს დღეებში ლიგა 2-ში დაქვეითებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს შეიტანს და ყველაფერი საჩივრის პასუხზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ფინანსური დავალიანების გამო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ლიონი“ ამ გზით დასაჯა, თავის გადასარჩენად კი გუნდს უახლოეს კვირებში 100 მილიონი ევროს მოძიება მოუწევთ. სხვა შემთხვევაში, მომავალი სეზონიდან მიქაუტაძის ამჟამინდელი გუნდს საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაში მოუწევს.

თუ უახლოეს დღეებში, სააპელაციო საჩივარზე „ლიონი“ დადებით პასუხს არ მიიღებს, მაშინ გუნდის ხელმძღვანელებისთვის ერთადერთ გზად ლიდერების გაყიდვა რჩებათ, მათ შორის გიორგი მიქაუტაძისაც.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
7 ივლისის სატრანსფერო ზონა
7 ივლისის სატრანსფერო ზონა