“დღეს ჩვენი დღე არ იყო“ - კორღალიძის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია 1999-მა შვედურ მალმიოს უმასპინძლა და სამწუხაროდ 1:3 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კორღალიძე:
„პირველ რიგში გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ჩვენ მეტი შეგვიძლია, მაგრამ დღეს ჩვენი დღე არ იყო. წაგებულის თამაშის შემდეგ, სწორი დასკვნების გაკეთება რთულია. ეს თამაში 3:1 წასაგები არ იყო.
შედეგებზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მე ვარ. იმედია განმეორებით შეხვედრაში ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. მსაჯებზე არასდროს მისაუბრია, მაგრამ დღეს რაც იყო მსგავსი რამ არასდროს მინახავს.
გუნდში კონკურენციაა და შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ნაწილობრივ გარდატეხა შეიტანეს. ეს გუნდისთვის ძალიან კარგია.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 15 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.