იბერია 1999
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი - იბერია 1999 მალმიოსთან დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია 1999-მა შვედურ მალმიოს უმასპინძლა და სამწუხაროდ 1:3 დამარცხდა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება იხილეს. სტუმრები მალევე დაწინაურდნენ. ანგარიში მე-8 წუთზე ბუსანელომ გახსნა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, მოედანზე ვითარება დაიძაბა. მალმიოს საჯარიმოში მეკარემ ტაბატაძე წააქცია. ქართველი გულშემატკივრები პენალტს და მეკარის გაძევებას ითხოვდნენ, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა არაფერი დანიშნა. 

იბერია 1999-ს თავისი შანსები ჰქონდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში შვედების მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში კორღალიძის შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ. პირიქით, გოლი აქეთ მიიღეს. 58-ე წუთზე თავი გუდიონსენმა გამოიჩინა. 71-ე წუთზე სხვაობა 3-ბურთიანი გახდა. თავი ამჯერად ალიმ გამოიჩინა.

დარჩენილ დროში, მალმიოს კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა კვლავ შვედების მხარე დაიჭირა და თერთმეტმეტრიანი გააუქმა. საბოლოო წერტილი 86-ე წუთზე იბერია 1999-დან რუშევიჩმა დასვა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. საბოლოოდ 1:3 და წინ გასვლითი მატჩია.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 15 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სფფ-მ “მონაცემთა ანალიზის ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა
სფფ-მ “მონაცემთა ანალიზის ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა