Gothia Cup/Dana Cup 2025 - ნორჩი დინამოს U11 გუნდი საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებს
ქართულ ბავშვთა ფეხბურთში სასიამოვნო სიახლეა. ნორჩი დინამოს 11-წლამდე გუნდი საერთაშორისო ტურნირებზე დანიასა და შვედეთში იასპარეზებს - Gothia Cup/Dana Cup 2025
ჯიბილო ნიჟარაძის გაწვრთნილი გუნდი 13 ივლისიდან 26 ივლისამდე, გამორჩეულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე მიემგზავრება.
CrystalSport-ის ინფორმაციით, მათ წინ ელით მონაწილეობა მსოფლიოს ორ ყველაზე მასშტაბურ საბავშვო ტურნირში – Gothia Cup (გოთენბურგი, შვედეთი) და Dana Cup (ჰიორინგი, დანია).
აღნიშნული ტურნირები მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია, როგორც უმაღლესი დონის პლატფორმა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელები 50-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან. ნორჩ დინამოს 11-წლამდე გუნდი ისეთი ქვეყნების გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს, როგორებიც ინგლისი, ამერიკა, იტალია, ესპანეთი, შვედეთი, დანია, პოლონეთი და სხვები არიან..
აღსანიშნავია, რომ ნორჩი დინამოს ფეხბურთელებისთვის ეს მხოლოდ სპორტული შეჯიბრი არ არის – ეს მათთვის იქნება ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც ბავშვებს ასწავლის შრომის მნიშვნელობას, განსხვავებულ კულტურებთან კომუნიკაციას და პასუხისმგებლობის ტარებას ქვეყნის სახელით.
ნორჩი დინამოს აკადემია მუდმივად ცდილობს აღზარდოს მაღალი დონის სპორტსმენები და მოქალაქეები. ამ ტურნირებზე მონაწილეობა კი ამ პროცესის ნათელი გაგრძელებაა.
შემადგენლობა:
მეკარეები: ლევან მახარაძე, მიხეილ წიკლაური
დაცვა: მათე შეყილაძე, რატი მარგველიანი, დავით ცხვარაძე, გიორგი გუმბერიძე, საბა სივსივაძე, დავით გოგილაშვილი, ალექსანდრე სილაგავა
ნახევარდაცვა/თავდამსხმა: გეგა გათენდაშვილი, ანდრია კაპანაძე, ალექსანდრე სვანიძე, გიორგი გრიგალაშვილი, ალქსანდრე გზირიშვილი, ნიკოლოზ ლეკიშვილი, ნიკოლოზ იაშვილი, ალექსანდრე ხუბუა, გიორგი ყალაგაშვილი, ანდრია კეზუა, ბიძინა შენგელია, ნიკოლოზ უბირია
მწვრთნელები: ჯიბილო ნიჟარაძე, ლევან შილაკაძე, ჯაბა ჭკუასელი