„წითელ ეშმაკებს კოკა-კოლა უყვართ“ - მარტინესმა რონალდუს არ მიბაძა
Aa
Aa

„წითელ ეშმაკებს კოკა-კოლა უყვართ“ - მარტინესმა რონალდუს არ მიბაძა

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა კრიშტიანუ რონალდუს მხარი არ დაუჭირა. რონალდუმ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლის ბოთლები გვერდით გადადო და უპირატესობა წყალს მიანიჭა, მარტინესი კი სხვანაირად მოიქცა.

ბელგიის ნაკრების თავკაცმა ასეთი განცხადება გააკეთა: „წითელ ეშმაკებს კოკა-კოლა უყვართ“, შემდეგ კი პრესკონფერენცია დაასრულა და ოთახი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, უეფამ განცხადება გაავრცელა და ეროვნულ ფედერაციებს სანქციების დაწესებით დაემუქრა. თუ, ფეხბურთელები მსგავს რამეს კიდევ გაიმეორებენ, საუბარია ბოთლების გადაადგილებაზე, უეფა არა მათ, არამედ მათი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას დასჯის.

„უეფამ ტურნირის მონაწილე გუნდებს შეახსენა, რომ სპონსორები მნიშვნელოვანია ტურნირის განსახორციელებლად და ფეხბურთის განვითარების უზრუნველსაყოფად მთელს ევროპაში, მათ შორის ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვისაც“. - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები