ჩელსი, ბეტისი, მანუელ პელეგრინი, ენცო მარესკა
Aa
Aa

„კვირას ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძოდით და ამან ემოციურადაც დაგვღალა“ - მარესკა და პელეგრინი ფინალის შემდეგ

გუშინ, კონფერენს ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ „ბეტისს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა, რის შემდეგაც საჩემპიონო თასს დაეუფლა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა.

ენცო მარესკა:

„პირველ ტაიმში თამაშის განწყობა ისეთი არ გვქონდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. ნაწილობრივ ამას ველოდი, რადგან „ნოტინგემთან“ თამაშის შემდეგ ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიხარულის ემოციები ოდნავ გადაჭარბებული იყო. რთული სეზონი იყო, ველოდებოდით ამ ყველაფერს და ამ ლოდინმა ცოტა დაგვღალა კიდეც“.

„პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ამას თავისი მიზეზები აქვს. ნოტინგემთან თამაშის შემდეგ გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ამ თამაშის მოგება. თუ გვსურს, რომ მნიშვნელოვანი გუნდი ვიყოთ, წარსულში გაკეთებული საქმეები წარსულშივე უნდა დავტოვოთ და ახლა ფინალი უნდა მოგვეგო. ეს მოტივაცია იყო, მაგრამ სიხარულმაც და გადაღლილობამაც თავისი როლი ითამაშა. ჩვენს ლიგაში კვირას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოდით, ჩვენმა მეტოქემ კი პარასკევს ფორმალურად ითამაშა და ჩვენთან შედარებით 48 საათით მეტი დაისვენა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით ფინალის მოგება ჩვენთვის დიდი წარმატებაა“.

მანუელ პელეგრინი:

„პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. გოლი გავიტანეთ და შემდეგ რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში ტრავმებმაც იმოქმედა, მაგალითად აბდესის და „ჩელსისთვის“ ზიანის მიყენება აღარ შეგვეძლო, მათ კი პირიქით, ჩვენზე დიდი ზეწოლა დაიწყეს. ისინი მეორე ტაიმში უკეთესები იყვნენ, გოლები გაიტანეს, რამაც ფინალში გამარჯვება მოუტანა. ჩვენთვის ევროტურნირების ფინალში გასვლა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, ამას გულშემატკივრებიც აღიარებენ“.

„მოთამაშეები განადგურებულები არიან. ვერ შეინარჩუნეს ის უპირატესობა, რაც პირველ ტაიმში გვქონდა. აბდეს წყალობით მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით, მაგრამ კოჭი დაიზიანა და შეცვლა მოგვიწვია. მარცხის მიუხედავად, ჩვენი თამაშით უნდა ვიამაყოთ, დანარჩენი კი უკვე ფეხბურთის ბუნებაა“.

ცნობისთვის, ლონდონის „ჩელსი“ მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთი კლუბია, რომელმაც უეფას სამივე საკლუბო ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეტისი დამარცხებულია - ჩელსიმ კონფერენს ლიგა მოიგო
ბეტისი დამარცხებულია - ჩელსიმ კონფერენს ლიგა მოიგო