სახალისო მომენტი: „ვითანამშრომლოთ“ - ლუკაკუ კოკა-კოლას
Aa
Aa

სახალისო მომენტი: „ვითანამშრომლოთ“ - ლუკაკუ კოკა-კოლას

დანიასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე რომელუ ლუკაკუმ კოკა-კოლას სპონსორობა შესთავაზა. მალევე ბელგიელმა თავი ვერ შეიკავა და სიცილი დაიწყო.

„ვითანამშრომლოთ“, - თქვა ლუკაკუმ და რამდენიმე წამში იქვე მყოფი „ჰაინეკენის“ ბოთლი მაგიდიდან მოაშორა.

ლუკაკუ პოგბას მსგავსად მუსლიმია და ალკოჰოლის მიღებაზე უარს ამბობს.

ბოლო დღეებში რონალდუს, პოგბასა და ლოკატელის ვიდეოებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა და კოკა-კოლას დიდი ზარალიც ანახა. მას შემდეგ, რაც კრიშტიანუმ კოკა-კოლის ბოთლები გვერდით გადადო და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა, კოლას აქციების ფასი 1.6%-ით დაეცა, რასაც 4 მილიარდი დოლარის დაკარგვა მოჰყვა.

რთული მისახვედრი არ იყო, რომ უეფა ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა და დღეს ასეც მოხდა.

„უეფამ ტურნირის მონაწილე გუნდებს შეახსენა, რომ სპონსორები მნიშვნელოვანია ტურნირის განსახორციელებლად და ფეხბურთის განვითარების უზრუნველსაყოფად მთელს ევროპაში, მათ შორის ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვისაც“. - ნათქვამია განცხადებაში. თუ, ფეხბურთელები მსგავს რამეს კიდევ გაიმეორებენ, უეფა არა მათ, არამედ მათი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას დასჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები