დავით ყიფიანის სახელობის თასი
Aa
Aa

საქართველოს თასი | პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა შედგა

28 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ლიგა 3-ის, წინასწარ ეტაპზე გამარჯვებული კრისტალბეთ ლიგა 4-ის და რეგიონული ლიგის გუნდები, ასევე მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი იანეთი.

წილისყრის შედეგად, თავდაპირველად გამოვლინდა მეორე ეტაპზე მონაწილე 16 წყვილი:

  1. სამგურალი 2 - დიდუბე 2014
  2. არაგვი - ვიტ ჯორჯია
  3. იუჯი-35 - მერანი თბილისი
  4. სქური - გარდაბანი
  5. ზესტაფონი - გაგრა 2
  6. იანეთი - ვიტ ჯორჯია 2
  7. სამცხე - გორი
  8. ბორჯომი - ბეთლემი
  9. მერცხალი - ოდიში 1919
  10. რუსთავი 2 - სულორი
  11. ალგეთი - ლოკომოტივი 2
  12. შტურმი 2 - ორბი
  13. არაგველები - მარგვეთი 2006
  14. ზანა - თბილისი 2025
  15. ბახმარო - კოლხეთი ხობი
  16. ტორპედო 2 - შტურმი

დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპზე, მეორე ეტაპის კენტი ნუმერაციის წყვილების გამარჯვებულები ლუწი წყვილების გამარჯვებულებს შეხვდებიან.

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. თასის გათამაშების მეორე ეტაპის მატჩები 12 ივნისს გაიმართება, ხოლო მესამე ეტაპის მატჩები 20 ივნისს შედგება.

gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მნიშვნელოვანი 3 ქულა - ბათუმმა თელავს სტუმრად მოუგო
მნიშვნელოვანი 3 ქულა - ბათუმმა თელავს სტუმრად მოუგო