ჟორჟ მიქაუტაძე: "ნაკრებში ასპარეზობას ბავშვობიდან ველოდებოდი"
ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთელმა ვილი სანიოლმა ჟორჟ მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. 28 მარტს „ჯვაროსნები“ ესპანეთის ნაკრებს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებია,ხოლო 31 მარტს საბერძნეთში იასპარეზებენ.
საქართველოში წამოსვლამდე ფორვარდმა ბელგიურ მედიასთან ისაუბრა.
„არჩევანი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ? დიდხანს არ მიფიქრია,შემდეგ კი ვილი სანიოლმა დამირეკა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. მან მითხრა,რო მაკვირდებოდა და ჩემი თამაშის სტილი მოწონდა. ამ ფაქტმა ძალიან გამაბედნიერა.
ოჯახშიც ყველა ამაყობდა ჩემით. მთავარია ახლა ვილის და გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო. ჩემთვის საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან დიდი პატივია. ამას ბავშვობიდან ველოდებოდი. მადლობა „სერენს“ იმისთვის,რომ ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება შევძელი. მთავარი ბრძოლა წინ არის, აუცილებელია ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ“ - განაცხადა მიქაუტაძემ
შეგახსენებთ,რომ ჟორჟ მიქაუტაძე „მეცის“ საუკუთრებაა და იჯარის წესით „სერენში“ ასპარეზობს,სადაც ჩატარებულ 19 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო.