თორნიკე შენგელია All Star-ში? - ქართველი ნომინირებულია
Aa
Aa

თორნიკე შენგელია All Star-ში? - ქართველი ნომინირებულია

14 თებერვალს მოსკოვში კალათბურთელთა All Star-ის დაპირისპირება გაიმართება. ერთმანეთს რუსეთის და მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობა დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, კალათბურთელებს VTB ლიგიდან აარჩევენ.

გამოკითხვა დაწყებულია და შუალედური გამოკითხვის შედეგები ცნობილია. გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მსოფლიოს ნაკრების 10 საუკეთესო კანდიდატს შორის არის და გამოკითხვაში მონაწილეობას იღებს.

ამჟამად შენგელიას ბევრი ხმა არ აქვს და მას პირველ რიგში მასმედიის წარმომადგენლების იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან გულშემატკივრების გამოკითხვაში ქართველი კალათბურთელი დიდად პოპულარული არ გახლავთ. ამჟამად უცხოელთა ნაკრების გამოკითხვას 978 ხმით მაიკ ჯეიმსი ლიდერობს. იმისათვის, რომ თორნიკეს ხმა მისცეთ გადადით ოფიციალურ საიტზე.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები