ისტორიაში პირველად - 2020 წლის
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - 2020 წლის "ოქროს ბურთის" ჯილდო გაუქმდა

ფრანგულმა გამომცემლობამ „France Football “-მა 2020 წლის „ოქროს ბურთის“ ჯილდო გააუქმა.

ფრანგული კომპანიის გადაწყვეტილებით მსოფლიოში გამეფებული პანდემიის გამო წლევანდელი დაჯილდოების ჩატარება არასმართლიანი იქნებოდა.

ჩვენი გადმოსახედიდან სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია. საფეხბურთო სეზონი ფაქტობრივად ჩაიშალა. რამდენიმე ფედერაციამ საფეხბურთო ჩემპიონატები გააუქმა. „ოქროს ბურთის“ პრიზი ფეხბურთელს სტატისტიკის მაჩვენებლით არ გადაეცემა. ამიტომ გადავწყვიტეთ,რომ წლევანდელი დაჯილდოება გაგვეუქმებინა.“-ნათვამია ოფიციალურ განცხადებაში

აღსანიშნავია,რომ 1956 წლის შემდეგ პირველად ისტრიაში „ოქროს ბურთს“ არავის არ გადასცემენ.

შეგახსენებთ,რომ ჯილდო ყველაზე მეტჯერ არგენტინისა და „ბარსელონას“ ფეხბურთელს ლეო მესის აქვს მოპოვებული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები