ტიტო ორტისი: „ტაისონთან ბრძოლა შემომთავაზეს
Aa
Aa

ტიტო ორტისი: „ტაისონთან ბრძოლა შემომთავაზეს"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ტიტო ორტისმა განაცხადა, რომ მაიკ ტაისონის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და „რკინის მაიკის“ წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა შესთავაზეს.

ორტისი აცხადებს, რომ მაიკ ტაისონთნ ჩხუბი სურს, მაგრამ ლეგენდარულ ამერიკელს აფრთხილებს, რომ შესაძლოა მისთვის ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.

„ერთ დღეს დამირეკა ადამიანმა, რომელიც მაიკ ტაისონის პოდკასტში მუშაობს და მკითხა რკინის მაიკის წინააღმდეგ ბრძოლის გამართვა თუ მსურდა. იმ მომენტში ვიცოდი, რომ ტაისონი ბრწყინვალე ფორმაში იყო და თანხმობა განვაცხადე.

რამდენიმე დღის განმავლობაში არავისთან მისაუბრია. შემდეგ კი, ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც ტაისონის მენეჯერებთან მეგობრობს და მკითხა დაინტერესებული ვიყავი თუ არა მაიკთან ჩხუბით. რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე და მან მითხრა, რომ რამდენიმე დღეში დამიკავშირდებოდა. ეს ყველაფერი გასულ კვირას მოხდა, მაგრამ მას შემდეგ, ჩემთვის არავის დაურეკავს. ველოდები რა მოხდება. სიმართლე გითხრათ, მაიკის წინააღმდეგ ჩხუბის სურვილი მაქვს.

არასწორად არ გამიგოთ, ტაისონი სერიოზული მეტოქეა, მაგრამ მას დიდი ხანია არ უჩხუბია. ვარჯიშისას მაიკი შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ვარჯიშისას მას არავინ ურტყამს და ყველაფერი გაცილებით ადვილია.

აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, როცა მეტოქე გიტევს და რინგზე გასვლის შემთხვევაში შესაძლოა მისთვის ყველაფერი ფატალურად დასრულდეს".

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე დაბრუნებას და 4-რაუნდიანი საჩვენებელი ბრძოლების გამართვას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები