Aa
Aa
21 მაისი 2020  |  09:46

რეკომენდაციები 1-ელი ივნისიდან - NBA კალათბურთელების დასაბრუნებლად ემზადება

ESPN-ის ინფორმაციით, NBA 1-ელი ივნისისთვის გამოსცემს რეკომენდაციებს, რომელთა დახმარებითაც, კალათბურთელების გუნდებში დაბრუნება იქნება შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიის გამო მოთამაშეთა უმრავლესობას აშშ არ დაუტოვებია, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ერთ-ერთი მათგანი ლუკა დონჩიჩი გახლავთ.

ამერიკული სატელევიზიო არხის ცნობით, დაახლოებით იმავე დროს გუნდებს შეატყობინებენ როდის მიეცემათ ჯგუფური ვარჯიშების განახლების უფლება.

NBA-ის ხელმძღვანელება პარკეტზე დასაბრუნებლად რამდენიმე ეტაპიანი გეგმა აქვთ შემუშავებული და პირველი ნაბიჯი სწორედ კალათბურთელთა დაბრუნება იქნება. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, მათ 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. მომდევნო ფაზა 1-დან 2 კვირას მოიცავს და გუნდების საწვრთნელ ბაზებზე ინდივიდუალური ვარჯიშების განახლებას გულისხმობს. ბოლოს კი, 2-დან 3 კვირამდე დასჭირდება გუნდურ ვარჯიშებსა და ოფიციალური სავარჯიშო ბანაკის გამართვას.

ESPN-ის მიხედვით, ადამ სილვერმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეატყობინა, რომ NBA-ს კალათბურთელთა დასაბრუნებლად შესაძლოა მთავრობის დახმარება დასჭირდეს.

ლოკაციასა და ფორმატს რაც შეეხება, NBA დარჩენილი შეხვედრების ჩასატარებლად ორ ლოკაციას, ორლანდოში მდებარე უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრსა და ლას ვეგასს განიხილავს, თუმცა გამოკვეთილი ფავორიტი უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრი გახლავთ. ფორმატთან დაკავშირებით კი, NBA-სა და კალათბურთელთა ასოციაციას შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები