Aa
Aa

"2 ბრძოლა დამრჩა ჩასატარებელი", - ფიური კარიერას ასრულებს!

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ This Morning-თან საუბრისას თავისი მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

Gypsy King-ის თქმით მისი კარიერა ორი ბრძოლის შემდეგ შესაძლოა დასრულდეს:

„დიახ, სიმართლეა, რომ 2 ბრძოლა დამრჩა ჩასატარებელი. ამის შემდეგ მოვა დრო და ჩემს მომავალზე სერიოზულად დავფიქრდები. უკვე 31 ბრძოლაა არ ვმარცხდები, ასევე, რინგზე 12 წელია ვდგავარ.

მძიმე წონაში ამჟამად ულაპარაკო ჩემპიონი ვარ. როცა 2015 წელს კლიჩკო დავამარცხე, ყველა სასურველი ტიტულის მოგება შევძელი.

ვფიქრობ, რომ ჯოშუასთან ბრძოლა ჩემთვის კარიერაში ბოლო იქნება“.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის გამართული ბრძოლა, რომელიც 7 რაუნდს გაგრძელდა ტაისონ ფიურის გამარჯვებით დასრულდა.

პირველ მარტს კი ფიური-უაილდერის მესამე ჯახი დაანონსდა, რომელიც 2020 წლის ივლისში შედგება. აღნიშნული ინფორმაცია WBC-ის ერთ-ერთმა პრომოუტერმა ბობ ბრაუნმა დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები