„ახლა არაფერს წარმოვადგენ
Aa
Aa

„ახლა არაფერს წარმოვადგენ" - რკინის მაიკი ატირდა

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა პოდკასტში Hotboxin' საკუთარი თავისა და იმ ბიჭის შესახებ ისაუბრა, რომელიც ერთ დროს მძიმე წონით დივიზიონში ნომერ პირველი იყო და მისი ყველას ეშინოდა.

„რკინის მაიკმა" ცრემლები ვერ შეიკავა და განაცხადა, რომ კრივიდან წასვლის შემდეგ, მას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მისგან აღარაფერია დარჩენილი.

ტაისონმა კარიერა 2005 წელს დაასრულა, მაგრამ 15 წლის შემდეგაც თავის დემონებს ებრძვის და უჭირს იმასთან შეგუება, რომ რინგზე ვეღარასდროს გავა.

„მე ომის მოსწავლე ვარ. ყველა მებრძოლის შესახებ ყველაფერი ვიცი. დაწყებული აქილევსით, დამთავრებული ალექსანდრე დიდითა და ნაპოლეონით. მათ შესახებ ყველაფერს ვკითხულობდი და ვსწავლობდი. ვიცი ჩხუბის ხელოვნება რა არის. ვიცი ომის ხელოვნება რა არის. მთელი ცხოვრება ამ ყველაფერს ვსწავლობდი და რინგზე ჩემი სწორედ ამიტომ ეშინოდათ. მე გამანადგურებელი ვიყავი. მე ამისთვის დავიბადე...

ახლა კი ის დღეები წარსულს ჩაბარდა. სიცარიელეს ვგრძნობ. არაფერს წარმოვადგენ. ახლა იმიტომ ვტირი, რომ ის ადამიანი აღარ ვარ, რომელიც მაშინ ვიყავი და ის ბიჭი ძალიან მენატრება.

ზოგჯერ თავს ძუკნასავით ვგრძნობ. იმ ბიჭის მეშინია და არ მინდა ის ადამიანი გამოვიდეს („იმ ბიჭს" გულისხმობს), რადგან თუ ის გამოვიდა, მასთან ერთად მთელი ჯოჯოხეთი გამოვა.

თქვენ იცით 20 წლის წინ, როგორი ვიყავი და იცით ახლა როგორი ვარ. ახლა ის ბიჭი მკვდარია, მაგრამ ეს ადვილი არ ყოფილა. მას წასვლა არ უნდოდა და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები