ბურდული მთავარ მწვრთნელად მესამე ლიგაში
Aa
Aa

ბურდული მთავარ მწვრთნელად მესამე ლიგაში

საფეხბურთო კლუბ დუშეთის ''არაგვის'' მთავარ მწვრთნელად ლადო ბურდული იმუშავებს. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. გასულ სეზონში ბურდული ''არაგვის'' სპორტულ დირექტორად მუშაობდა, 2019 წელს კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

38 წლის ლადო ბურდული, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 2013-15 წლებში ბოლნისის ''სიონში'' მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის პოზიციებზე მოღვაწეობდა.

''არაგვი'' რანგით მეოთხე ლიგიდან მესამე ლიგაში აღზევდა. 2019 წელს მესამე ლიგაში 10 გუნდი იასპარეზებს.

რანგით მესამე ლიგაში აღზევებულ ''არაგვში'' რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი ჩაირიცხა. მათ შორის 31 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ვლადიმირ გოგბერაშვილი, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი რუსეთის რანგით მეორე ლიგაში აქვს გატარებული, გასულ სეზონში კი ფოთის ''კოლხეთში'' ასპარეზობდა. 

''არაგვის'' შემადგენლობაში მარტვილის ''მერანის,'' ''ზუგდიდის,'' ''რუსთავისა'' და ქობულეთის ''შუქურას'' ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი ქათამაძე ითამაშებს. ლადო ბურდულის გუნდში ავთანდილ ბრაჭული ჩაირიცხა, რომელსაც ''რუსთავსა'' და ''გაგრაში'' თამაშის გამოცდილება აქვს.

''არაგვის'' კარს 24 წლის მეკარე ნიკა შერმადინი დაიცავს, რომელსაც საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, რუსთავის ''მეტალურგში,'' ''გაგრაში,'' ''ჭიათურასა'' და ფოთის ''კოლხეთში'' გამოდიოდა.

ფოტო: gff..ge, ''სიონის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები