ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო გოლი | ნომინანტებს შორის სამი ქართველია
ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა გასული სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ვხედავთ, რომ ჯილდოს მოგების შანსი სამ ქართველ ფეხბურთელს აქვს და ნომინანტებს შორის ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე არიან.
ლიგა 1-მა დავითაშვილის მიერ „ოსერის“ კარში გატანილი გოლი გამოარჩია. მიქაუტაძის შემთხვევაში, „ანჟერის“ კარში შეგდებული ბურთი გამოარჩიეს, „კვარას“ რაც შეეხება, „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის მიერ „მონაკოს“ კარში გატანილი გოლისთვის შეგიძლიათ ხმის მიცემა.
Il est maintenant temps d'élire le #ButdelaSaison ! ????
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) May 27, 2025
???????????????????????????? Jonathan Rowe
???????? Zuriko Davitashvili
???????? João Neves
???????? Georges Mikautadze
???????? Khvicha Kvaratskhelia
???????? Désiré Doué
???????? Amine Gouiri
???????? Anass Zaroury
Votez par ici ???? https://t.co/8ILS80mVcQ pic.twitter.com/4O3CPwcZcr
გამოკითხვა ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ამ ბმულზე შეგიძლიათ. ქართველების კონკურენტები ჟოა ნევეში, დეზირე დუე, ამინ გური, ჯონათან როუ და ანას ზარური არიან.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიგა 1-ის სეზონი 11 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა. ზურიკოს ანგარიშზე 9 გოლი და 8 ასისტი იყო, „კვარას“ მონაგარი კი 4 გოლი და 3 ასისტი გახლდათ.