ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი პრემიერ ლიგაში? - ქართველის სამი ვარიანტი

ავსტრიული Krone-ს ინფორმაციით, შესაძლოა ოთარ კიტეიშვილმა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბს შესთავაზეს, მიზანი ტოპ ლიგაში ტრანსფერია. კიტეიშვილის მიმართ ინტერესი „ბარნლიმ’’, „სანდერლენდმა’’ და „ლიდს იუნაიტედმა’’ გამოხატეს. აღნიშნული გუნდები პრემიერ ლიგაში ამ სეზონში (2024-25) აღზევდნენ და შემდეგ სეზონში ელიტაში ითამაშებენ. ამ სამი გუნდიდან ყველაზე მეტად „ბარნლი'' აქტიურობს.

29 წლის კიტეიშვილი, რომელიც 2018 წლიდან „შტურმში’’ თამაშობს, ბოლო ორ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა, ეს მისი პირადი რეკორდია. 

2008-09 წლების სეზონში ზურაბ ხიზანიშვილმა „ბლექბერნის’’ მაისურით პრემიერ ლიგაში ბოლო სეზონი ჩაატარა. მას შემდეგ ინგლისის ელიტარულ ლიგაში ქართველს არ უთამაშია, თუმცა შესაძლოა შემდეგ სეზონში 3 ქართველი ვიხილოთ. გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის'' ფეხბურთელია. კიტეიშვილის გარდა პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესს ჩაკვეტაძის მიმართაც იჩენენ. ჩაკვეტაძე „ევერტონს'', „ლიდსისა'' და „ლესტერს დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში