რონალდუს მხარდაჭერა კულიბალის:
Aa
Aa

რონალდუს მხარდაჭერა კულიბალის: "არა რასიზმს!"

სერია ა-ს მე-18 ტურში „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩის მსვლელობისას კი ნეაპოლელთა სენეგალელი უკანახაზელი კალიდუ კულიბალი „ინტერის“ ქომაგების მიერ რასისტული შეძახილების მსხვერპლი გახდა.

საბოლოოდ კულიბალიმ ზეწოლას ვერ გაუძლო, ნერვებს აყვა, რასაც მე-80 და 81-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათი მიაყოლა და მან მოედანი დატოვა.

კულიბალი ხსენებულ ინციდენტს შეხვედრის შემდეგ სოციალური ქსელიდან გამოეხმაურა: „მარცხის გამო ბოდიშს ვიხდი და ასევე იმის გამო, რომ ჩემი თანაგუნდელები უმცირესობაში დავტოვე, მაგრამ მე ვამაყობ ჩემი კანის ფერით! ვამაყობ იმით, რომ ფრანგი, სენეგალელი და ნეაპოლელი კაცი ვარ“.

სენეგალელ ფეხბურთელს მხარდაჭერა კრიშტიანუ რონალდუმაც გამოუცხადა, რომელმაც საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

„მე ყოველთვის მინდოდა, რომ ცხოვრებაში და ფეხბურთში განათლება და პატივისცემა ყოფილიყო. არა რასიზმს, ძალადობისა და მჩაგვრელობის გამომხატველ ნებისმიერ სხვა ფორმას!!!“

კულიბალის ინციდენტს ქალაქ მილანის მერი ბეპე სალაც გამოეხმაურა და სენეგალელ ფეხბურთელს ბოდიში პირადად მოუხადა.

„მე მინდა კალიდუ კულიბალის ბოდიში მოვუხადო პირადად ჩემი სახელითა და ასევე ღირსეული ქალაქის მილანის სახელით.

ინტერი გააკეთებს იმას, რასაც თავად ჩათვლიან სწორად, თუმცა ჩემი სურვილი იქნებოდა, მათ მომდევნო ტურში ემპოლისთან მატჩისთვის კვადვო ასამოასთვის კაპიტნის სამკლაური გადაეცათ“.

ასევე იხილეთ - რასიზმი, სისხლიანი დაპირისპირება და მკვლელობა - მძიმე ღამე მილანში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები