იტალიის თასი: კვერნაძე მწვრთნელმა დაასვენა - ფროზინონე პენალტებში დამარცხდა
იტალიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდა, ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც უფრო ზუსტი მასპინძელი გუნდი გამოდგა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
რაც შეეხება კვერნაძეს, მწვრთნელმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სათასო შეხვედრაში დაასვენა. ქართველმა შემტევმა მთელი შეხვედრა თადარიგში გაატარა.
შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე „სასუოლოს“ ფორვარდმა ბენჯამინ დომინგესმა გახსნა. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე „ფროსინონეს“ მცველმა ალექსა ტერზიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევარში უფრო აქტიური სტუმრები იყვნენ და საგოლე მომენტებიც შექმნეს, ერთი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევისთვის გააუქმა. საბოლოოდ, გუნდებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს და მატჩი პენალტების სერიებამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანებში უფრო ზუსტი მასპინძელი გუნდი გამოდგა და საბოლოოდ 4:2 იმარჯვეს და 1/8-ფინალში გააღწიეს.
რაც შეეხება სერია A-ს, კვერნაძის გუნდი ორი ტურის შემდეგ ერთი მოგებითა და ერთი მარცხით მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მე-3 ტურის შეხვედრაში მათი მეტოქე „ვენეცია“ (შინ) იქნება. შეხვედრა 6 სექტემბერს ჩვენი დროით 17:00-ზე გაიმართება.