ბალოტელი: მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი
როგორც მოგეხსენებათ, „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, საზარდულის ტრავმის გამო საკუთარ გუნდს, უკვე 1 თვეა რაც ვერ ეხმარება. დღეს კი, „სუპერ მარიომ“ განაცხადა, რომ მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელის და აღდგენითი პროცესიც ძალიან მალე დასრულდება.
„ეს ბუცები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ერთ სული მაქვს როდის გავალ მოედანზე და დავიწყებ გოლების გატანას. ეს კი, ძალიან მალე მოხდება“ - დაწერა მარიო ბალოტელიმ საკუთარ „ინსტაგრამზე“.
მიმდინარე სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა „მილანის“ მაისურით 4 მატჩი ჩაატარა(2-ჯერ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო) და 1 გოლის გატანა მოახერხა.