"როლან გაროსს" ქართველთაგან მხოლოდ ანა მაქაცარია შემორჩა
დღეს, იუნიორთა "როლან გაროსის" წყვილთა გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპზე, ანა მაქაცარია იასპარეზებს.
ქართველი ჩოგბურთელი 15 წლის ამერიკელ ალექსა ნოელთა ერთად თამაშობს, ეს დუეტი კი ფრანგულ წყვილს, ჟაკემოსა და ლანსელოს დაუპირისპირდება.
თავის მხრივ, ფრანგებმა 1/16 ფინალურ სტადიაზე მარიამ დალაქიშვილისა და ანა გელერის დუეტი საკმაოდ მარტივად, 6:2; 6:3 დაამარცხეს.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზეა ჩანიშნული.