ჯოკოვიჩი: "სერენა ყველა დროის საუკეთესო ქალი სპორტსმენია"
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის განცხადებით, სერენა უილიამსი ყველა დროის საუკეთესო ქალი სპორტსმენია.
სერბი ამბობს, რომ სერენა ყველა ადამიანს აღაფრთოვანებს და მაგალითს აძლევს, ამას კი ის ჩოგბურთის დახმარებით აკეთებს.
„მე მიყვარს სერენა. რაც კი ლამაზი და აღმატებითი სიტყვა არსებობს, ის ყველაფერს იმსახურებს. განსაკუთრებით ახლა, როცა მას შვილი შეეძინა, უამრავი შრომა გაიღო და ისევ კორტზე დაბრუნდა.
ისეთი მოტივირებულია, თითქოს დიდი სლემის ტურნირი მოგებული არ ჰქონდეს, არადა მან ეს 23-ჯერ გააკეთა. უნდა, რომ ტიტული ისევ მოიგოს და საამისოდ ყველაფერს აკეთებს.
ის ყველა დროის საუკეთესო ქალი სპორტსმენია, რადგან ყველას აღაფრთოვანებს და მაგალითს აძლევს, ამაში კი ჩოგბურთი ეხმარება“.
ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ მე-3 წრეში გავიდა, სერენა უილიამსი კი ტურნირის მე-2 რაუნდის შეხვედრას დღეს ჩაატარებს და ავსტრალიელ ეშლი ბარტის დაუპირისპირდება.