მადრიდის რეალი, იან დიომანდე
Aa
Aa

დიომანდეს არგუმენტები | რატომ იმსახურებს მარცხენა ფლანგზე თამაშს

ის შემტევ ნიჭს იმ დაცვით შრომას უთავსებს, რომელიც ფლანგის შემტევებისთვის იშვიათია. სწორედ ამიტომ, ვინისიუსის დაბრუნების შემდეგაც მარცხენა ფლანგზე თამაშის გაგრძელებას იმსახურებს..

„მესტალიაზე“ მეექვსე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც იან დიომანდემ ისეთი რამ გააკეთა, რასაც მატჩის საუკეთესო მომენტების ამსახველ ვიდეოებში იშვიათად ნახავთ: მან საკუთარი ნახევრისკენ დაახლოებით 30 მეტრი ირბინა და „ვალენსიას“ კონტრშეტევა ჩაშალა. ამ ეპიზოდში არც გოლი ყოფილა და არც საგოლე გადაცემა — უბრალოდ, ფლანგის შემტევმა ისეთი შრომა გასწია, რომელსაც მისგან არავინ ითხოვდა. ეს ერთი მოძრაობა ზუსტად გამოხატავს იმ ფეხბურთელის ხასიათს, რომელსაც ჟოზე მოურინიო ვალდებებასზე აყალიბებს.

პორტუგალიელი მწვრთნელი მას „დაუმთავრებელ პროდუქტს“ უწოდებს. ეს შეფასება ერთდროულად შეიძლება ქებაც იყოს და გაფრთხილებაც. „რეალ მადრიდის“ ვარსკვლავებით სავსე გასახდელში კოტ-დ’ივუარელი ერთ-ერთი ახალი სახეა, რომელმაც გუნდის წარმატებულ სვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მან ეს ფლანგის შემტევისთვის იშვიათი თვისებით მოახერხა: შეტევაშიც ისეთივე სასარგებლოა, როგორც დაცვაში. სწორედ ასეთი მრავალმხრივი ფეხბურთელი აკლდა „რეალს“ დიდი ხნის განმავლობაში.

მისი დაუღალავი შრომა ტექნიკურ ოსტატობასთან თანაარსებობს. „მესტალიაზე“ დიომანდემ 12 ორთაბრძოლა მოიგო, რვა დრიბლინგიდან ექვსი წარმატებით შეასრულა, სამი ჯარიმა გამოიმუშავა და სამივე ვარდნა ზუსტად განახორციელა. ამჯერად მისი მორიგი სანახაობრივი გოლი ვერ ვიხილეთ, თუმცა მან ყველაზე შრომატევადი მატჩი ჩაატარა — ისეთი, რომელიც კარგად ხსნის, რატომ გამოიყურება ყოველ კვირას უფრო თავისუფლად და რატომ ერგება სულ უფრო უკეთ გუნდის სათამაშო სისტემას. ვალენსიაში მან თავისი თამაშის მეორე მხარე წარმოაჩინა.

თანაგუნდელების დახმარება, დაუღალავი სირბილი, არცერთი ბურთისთვის ბრძოლის შეწყვეტა და მეტოქის მუდმივი დევნა — ეს თვისებები ასეთი გამორჩეული ტექნიკისა და შემტევი ნიჭის მქონე ფლანგის ფეხბურთელისთვის იშვიათია. ჩვეულებრივ, ისინი ამ პოზიციის ნაკლებად თვალშისაცემ მხარედ მიიჩნევა.

ამასთან, მისი შემოქმედებითი თამაშიც განაგრძობს განვითარებას. დიომანდე მბაპესთან ერთად ლა ლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით მეორე ადგილზეა — ორივეს ანგარიშზე 37 დრიბლინგია. მათ მხოლოდ ლამინ იამალი უსწრებს, რომელსაც 43 წარმატებული დრიბლინგი აქვს. აღსანიშნავია, რომ დიომანდემ ეს შედეგი გაცილებით ნაკლებ დროში აჩვენა: მოედანზე 714 წუთი გაატარა, იამალმა — 905, ხოლო ფრანგმა — 1073. ამასთან, ლიგის ოთხ საუკეთესო დრიბლიორს შორის მას წარმატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს — თითქმის 65%.

სანაკრებო პაუზის მოახლოებასთან ერთად მთავარი კითხვაც ჩნდება: გააგრძელებს თუ არა დიომანდე იმ მარცხენა ფლანგის დომინირებას, სადაც ასე კარგად გამოიყურება, თუ ვინისიუსის დაბრუნება მას მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანს? და ასეთ შემთხვევაში სად ითამაშებს არდა გიულერი? ამ კითხვებზე პასუხს მხოლოდ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ მივიღებთ.

თუმცა ერთი რამ უკვე ეჭვგარეშეა — ამ ფლანგზე მთავარი როლის დასაკავებლად ყველაზე მეტი სწორედ დიომანდემ გააკეთა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჩუამენის ბრალია, დარტყმა არ იცის“ | რასინგის პატარა ქომაგი და რეალის მაგარი ჟესტი
    „ჩუამენის ბრალია, დარტყმა არ იცის“ | რასინგის პატარა ქომაგი და რეალის მაგარი ჟესტი