ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ძალიან მტკივნეული იყო“ | რატომ გადაიფიქრა ოლივეირამ კარიერის დასრულება

ჩარლზ ოლივეირა Full Violence-ს ილია თოფურიასთან გამართული ჩხუბის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა. „დუ ბრონქსმა“ აღიარა, რომ „ელ მატადორთან“ წაგების შემდეგ კარიერის დასრულებას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა მეუღლემ და ფანებმა ეს გადააფიქრებინეს.

„როდესაც ილია თოფურიასთან წავაგე, UFC-იმ მთხოვა, აშშ-ში კიდევ ორი დღით დავრჩენილიყავი, რაზეც დავთანხმდი. ნოკაუტით პირველად დავმარცხდი და ეს ძალიან მტკივნეული იყო, რადგან მსგავსი რამ მანამდე ჩემს ცხოვრებაში არასდროს მომხდარა.

ჩემმა მეუღლემ მითხრა: „დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა. მოდი, სამშობლოში დავბრუნდეთ“. მე კი ვუპასუხე: „მგონი, ეს დასასრულია. მგონი, ყველაფერი დამთავრდა და ამ სპორტში მაქსიმუმი გავაკეთე“. ამის შემდეგ ხალხის მიერ მოწერილ შეტყობინებებს გადავხედე. რა თქმა უნდა, კრიტიკა იყო, მაგრამ უმრავლესობა მეუბნებოდა, რომ მათთვის სამუდამოდ ჩემპიონი დავრჩებოდი და ჩემს ისტორიას არასდროს დაივიწყებდნენ.

ორი დღის გასვლის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდით და როდესაც სახლში ხარ, შენი გონება სხვა მდგომარეობაშია. მახსოვს, ჩემმა მეუღლემ ხელი ჩამკიდა და მითხრა: „წამოდი, ვიცი, ეს გჭირდება“. შუაღამე იყო და ვუპასუხე: „გაგიჟდი? სად მივდივართ?“ მანქანაში ჩავსხედით და პირაკაიაში (მუნიციპალიტეტი სან-პაულუს შტატში, სადაც ოლივეირას ფერმა აქვს და ვარჯიშობს) მოვედით. აქაური ჰაერის ჩასუნთქვა, აქ ცხოვრება, აქაური ბუნება და შენს საყვარელ ადამიანებთან ყოფნა საერთოდ სხვანაირი შეგრძნებაა. იმის საკუთარი თვალით ნახვა, რაც ოდესღაც შენი ოცნება იყო, საოცარი რამაა. სწორედ აქ განვაახლე ბატარეები და შევძელი, ოქტაგონში დავბრუნებულიყავი. უკეთესი მებრძოლი გავხდი და კი ნახეთ, რიოში რაც მოხდა“.

ცნობისთვის, ილიასთან წაგების შემდეგ ოლივეირამ ორი ორთაბრძოლა გამართა. 2025 წლის ოქტომბერში ბრაზილიელი მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში დაამარცხა, 2026 წლის მარტში კი მაქს ჰოლოუეის, BMF-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან დიდი მომავალი აქვთ, მალე თავის სიტყვას იტყვიან | ქეცბაია კვარასა და ციკოლიაზე
ძალიან დიდი მომავალი აქვთ, მალე თავის სიტყვას იტყვიან | ქეცბაია კვარასა და ციკოლიაზე