საქართველოს 20-წლამდე რაგბის ნაკრები, ვიტო კოლელიშვილი
Aa
Aa

პირველი გამარჯვება მსოფლიოზე - U20 ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ავჭალის სტადიონზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 56:3 გაანადგურეს.

ქართველი მორაგბეები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და მეტოქე აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ვიტო კოლელიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ნახევარი 28:3 მოიგეს. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო ლელო დაუდო და ოთხივე შემთხვევაში გარდასახვაც ზუსტად შესრულდა, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი საჯარიმო მივიღეთ, რაც საბოლოოდ, დღევანდელ შეხვედრაში ურუგვაელთა ერთადერთი შედეგიანი მოქმედება აღმოჩნდა. პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებიდან თავი რაზმაძემ, ძოძუაშვილმა, ტაბატაძემ და ნარსიამ გამოიჩინეს, გარდასახვები კი ზუსტად ხალვაშმა შეასრულა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ჩვენმა გუნდმა 28:0 მოიგო და მეტოქეს პირველი ტაიმის მსგავსად ოთხი უპასუხო ლელო გავუტანეთ, ამ შემთხვევაშიც, ხალვაშის ოთხივე გარდასახვა ზუსტი იყო. ლელოებით კი თავი ნარსიამ (2x), ნოზაძემ და ახვლედიანმა გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებით, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მე-9 ადგილისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა. ვიტო კოლელიშვილი მე-9 ადგილის ნახევარფინალში გავიდა, სადაც იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გენერალი ვინ ჰყავს“ - შეკითხვები თოფურიას გუნდზე
„გენერალი ვინ ჰყავს“ - შეკითხვები თოფურიას გუნდზე