ისლამ მახაჩევი, დენიელ კორმიე, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„ასეთ რამეს ვერ დაგეგმავ“ - კორმიე გარის მოგებას არ გამორიცხავს

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი დენიელ კორმიე, რომელიც თავის დროზე ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის წევრებთან მეგობრობით გამოირჩევა, თუმცა საყოველთაო მოსაზრებით, შეფასებების გაკეთების დროს ობიექტურობის გრძნობის შენარჩუნება არ უჭირს. ამჯერად კორმიე, რომელიც UFC-ის ექსპერტად და კომენტატორად მუშაობს, იან მაჩადო გარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, ისლამ მახაჩევს მეოთხე რაუნდში დააფინიშებს.

დენიელ კორმიე

როდესაც ადამიანი ასეთ გეგმებს აწყობს და ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბრობს, მერწმუნეთ, საკუთარ თავს ამით მხოლოდ აზიანებს. იანს ვეტყოდი, რომ მას ყველა წონითი დივიზიონის ლიდერ მებრძოლთან არაფრის დაგეგმვა არ შეუძლია და მისთვის ისიც კარგი იქნება, თუ საერთოდ ისლამს დაამარცხებს. ისე კი, 2026 წელს იმდენი სენსაცია მოხდა, რომ ირლანდიელის გამარჯვება გასაკვირი ნამდვილად არავისთვის იქნება.

ცნობისათვის, სენსაციებში დენიელ კორმიემ უპირველეს ყოვლისა, სავარაუდოდ, ხამზატ ჩიმაევისა და ილია თოფურიას მარცხები იგულისხმა, რომლებიც ამ დრომდე წაუგებლად ასპარეზობდნენ და მათი ბრწყინვალე სვლა შონ სტრიკლენდმა და ჯასტინ გეიჯიმ შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთსულოვანი გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ოთარის გამარჯვება გვეგონა“ - ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებები
„ერთსულოვანი გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ოთარის გამარჯვება გვეგონა“ - ფედერაციის პრეზიდენტის შეფასებები