დენიელ კორმიე, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

კორმიე: ცარუკიანმა გეიჯისთან საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურა

BMF-ის ტიტულის მფლობელმა, ჩარლზ ოლივეირამ განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისთან გამაერთიანებელი ბრძოლის იმედი აქვს, მაგრამ UFC-ის კომენტატორი დენიელ კორმიე არ ფიქრობს, რომ ბრაზილიელს შეუძლია სატიტულო რბოლაში არმან ცარუკიანს გადაასწროს და მსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის მომდევნო მეტოქე გახდეს.

„ეს არმანი უნდა იყოს. აქ არავითარი სხვა ვარიანტი არ შეიძლება არსებობდეს. მესმის, რაზეც საუბრობს ოლივეირა. ის BMF-ის ჩემპიონია, მაგრამ უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ მატეუშ გამროტსა და მაქს ჰოლოუეიზე გამარჯვებები მას არმან ცარუკიანისთვის გვერდის ავლის უფლებას აძლევს. მგონია, რომ გულშემატკივრები უკვე მზად არიან იხილონ არმან ცარუკიანი ტიტულისთვის ბრძოლაში. და ეს აბსოლუტურად დამსახურებულია“,

- განაცხადა ამერიკელმა თავის YouTube არხზე გამოქვეყნებულ მორიგ ვიდეოში.

ჯასტინ გეიჯიმ, რომელმაც ორი კვირის წინ სენსაციურად წაართვა საჩემპიონო ქამარი ილია თოფურიას, უკვე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, დიდი ალბათობით, ოქტაგონზე აღარ დაბრუნდება, არმან ცარუკიანმა კი ბოლოდროინდელ ინტერვიუში მიანიშნა, რომ სექტემბერში შესაძლოა ბრძოლა ჩაატაროს ჩარლზ ოლივეირასთან, რომელიც 2024 წელს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები