მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ოლივეირა: „კონორს ჩემი შეეშინდა, გეიჯისთან ჩხუბი მსურს“

რთული წარმოსადგენია, როგორც განვითარდება UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში მოვლენები. ახლა, როდესაც ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია სარეაბილიტაციო კურსს გადის და ჯერჯერობით ზუსტად არ იცის, როდის დაბრუნდება ოქტაგონში, ჯასტინ გეიჯის სავარაუდო მეტოქეებად არმან ცარუკიანსა და BMF-ის ქამრის მფლობელს, ჩარლზ ოლივეირას ასახელებენ. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ ვებ-გვერდ AGFight-ის სტუმარი იყო და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ჩარლზ ოლივეირა

ჯასტინ გეიჯი ჩემპიონია და მასთან ჩხუბი ნამდვილად მსურს. არაფერია ისეთ დაპირისპირებაში მონაწილეობაზე სასიამოვნო, სადაც სასწორზე როგორც მსუბუქი წონითი დივიზიონის, ასევე BMF-ის ქამარი დევს.

კონორ მაკგრეგორის მეტოქე ჰოლოუეი კი არა, მე უნდა ვყოფილიყავი, რადგან სულ რამდენიმე თვის წინ მაქსი დავამარცხე. ალბათ მაკგრეგორს ჩემი შეეშინდა და ჰოლოუეის სახით იოლი მეტოქე შეარჩია. ვნახოთ, რამდენად სწორად მოიქცა ირლანდიელი. მათ ჩხუბს აუცილებლად პირველი რიგიდან ვუყურებ და ორივე მათგანს ვუგულშემატკივრებ.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და 11 ივლისს, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჩარლზ ოლივეირას მან ბოლოს სწორედ ჰოლოუეისთან იბრძოლა და „დალოცვილი“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რითაც BMF-ის ქამრის ახალი მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი ვერ დაბრუნდება, როგორიც იყო“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
„ისეთი ვერ დაბრუნდება, როგორიც იყო“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა