პაპიძე და ნინიაშვილი - საფრანგეთში ქართველები გამოარჩიეს
საფრანგეთის TOP 14-ში უკვე ათეული წლებია ქართველი მორაგბეების შესაძლებლობების შესახებ გადასარევად იციან, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ ევროპის საუკეთესო სარაგბო ლიგაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების რაოდენობა სულ უფრო იმატებს და ხარისხიც არ ეცემა. ამის ნათელი დასტური გახლავთ ის ფაქტი, რომ TOP 14-ის მაისის თვის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე, გურამ პაპიძე და დავით ნინიაშვილი მოხვდა.
მათი აღიარება შემთხვევითი და დაუმსახურებელი ნამდვილად არ ყოფილა - პაპიძემ „პოს“ რიგებში 14 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 სასტარტოში დაიწყო, მოედანზე ჯამში 565 წუთი გაატარა და მართალია არც ერთი ლელო არ დაუდია, მაგრამ იმაში, რომ ეს კლუბი არსებობის ისტორიაში ჩემპიონატის პლეი ოფში პირველად გავიდა, ბექა გორგაძესთან და ლექსო ყაულაშვილთან ერთად, გურამს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ცნობისათვის, პლეი ოფის საგზურისთვის „ლა როშელი“ რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში „სტად ფრანსეს“ დაუპირისპირდება და საუკეთესოებს შორის მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ რომ არსებობს, ამ გუნდის ქართველი ვარსკვლავის დავით ნინიაშვილის დამსახურებაა, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა (19 სასტარტოში), მოედანზე გატარებული 1593 წუთი და 7 ლელოსთან და ერთად 1 საჯარიმოა.