ლადო ჩაჩანიძე, იოანე იაშაღაშვილი
Aa
Aa

იაშაღაშვილი გუნდს ლელოთი დაემშვიდობა - ახალი ქართველი მეორე დივიზიონში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის პლეი აუტი „მონ-დე-მარსანისთვის“, სადაც სამი ქართველი მორაგბე ასპარეზობს, წარუმატებელი გამოდგა, რადგან ეს კლუბი „ნიცასთან“ 26:31 დამარცხდა და რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა. რამდენიმე თვის წინ გაირკვა, რომ ეს სეზონი იოანე იაშაღაშვილისთვის „მონ-დე-მარსანში“ უკანასკნელი იყო და კლუბს ლელოთი დაემშვიდობა, რომელიც მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

იაშაღაშვილის გარდა სტუმართა ძირითადში თამაში კიდევ ორმა ქართველმა მორაგბემ, ლუკა გოგინავამ და ვლადიმერ ჩაჩანიძემ დაიწყო. ამ უკანასკნელმა სრულად ითამაშა, ხოლო ლუკა და იოანე მწვრთნელმა მოედნიდან შესაბამისად, 53-ე და 68-ე წუთებზე გაიყვანა, თუმცა 74-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განხორციელდა და ორივე მათგანი მოედანზე დაბრუნდა. აქვე გეტყვით, რომ ქართველის გარეშე არ „ნიცა“ ყოფილა და თადარიგში მყოფი ვაჟა კაპანაძე ცვლილებაზე 63-ე წუთზე შევიდა.

ცნობისათვის, იოანე იაშაღაშვილი მომდევნო სეზონიდან კარიერას „ვანში“ განაგრძობს, რომელიც შაბათს 6 ივნისს, PRO D2-ის ფინალში „პროვანს რაგბის“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში TOP 14-ში გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხუთი ქართული ლელო - კვესელაძე გრენობლს ეფექტურად დაემშვიდობა
ხუთი ქართული ლელო - კვესელაძე გრენობლს ეფექტურად დაემშვიდობა