ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩის სენსაციური მარცხი - პრიზმიჩმა ტოპ-ათეულის კიდევ ერთ წევრს მოუგო

რომის საჩოგბურთო მასტერსზე პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა - ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი 20 წლის ხორვატ დინო პრიზმიჩთან სამ სეტში, 6:2, 2:6, 4:6 დამარცხდა და ამ ტურნირზე სასტარტო შეხვედრა კარიერაში პირველად წააგო. აქამდე ბოლო 18 წლის განმავლობაში ნოლე რომის მასტერსის გამარჯვებით დაწყებას ახერხებდა და ფეხი წელს პირველად დაუცდა.

შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში პრიზმიჩმა სამი ეისი შეასრულა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ექვსიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება ვეტერან სერბს, მას ერთი ეისიც არ მოუწოდებია, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ოთხი ბრეიკიდან ორის რეალიზება შეძლო. სხვათა შორის პრიზმიჩი რეიტინგში 79-ე პოზიციაზეა და მასზე დაბალ საფეხურზე მდგომ მოწინააღმდეგესთან ჯოკოვიჩი მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს ბარსელონაში დამარცხდა, როდესაც 140-ე ნომერმა მარტინ კლიჟანმა აჯობა.

ცნობისათვის, დინო პრიზმიჩისთვის ტოპ-ათეულის წარმომადგენელთან ეს პირველი გამარჯვება არ ყოფილა - ორი კვირის წინ მან მადრიდის მასტერსზე ბენ შელტონი დაამარცხა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი რომის მასტერსზე მეცხრამეტედ იასპარეზა, რითაც რაფაელ ნადალის რეკორდი გაიმეორა, ყველა მასტერსზე მონაწილეობის რაოდენობით კი ნოლე როჯერ ფედერერს (138) გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო ძლიერი დავბრუნდები“ | ალკარასი როლან გაროსს გამოტოვებს
„უფრო ძლიერი დავბრუნდები“ | ალკარასი როლან გაროსს გამოტოვებს